გავრცელებული  ინფორმაციით,  ლაგოდეხის ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შელაპარაკება კი სამი პირის დაჭრით დასრულდა. 


დაჭრილები ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილები. მედიკოსების  განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავს. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაძიანებას გულისხმობს.