პირველად, ხულოს მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ხულოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, კურორტ ,,გოდერძიზე“ ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო.

ბანაკის კონცეფცია ინგლისური ენის გაკვეთილებს, ლაშქრობებს, სხვადასხვა საინტერესო სპორტულ და გასართობ აქტიობებს ითვალისწინებს.

პროექტის მიზანს ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მიღება, ახალი მისწრაფებების აღმოჩენა, სოციალური და სხვა უნარების განვითარება წამოადგენს.

ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, მსგავსი ტიპის პროექტებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც დააფინანსებს.