კოვიდი თავდაპირველად ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, შემდეგ კი პედაგოგებს. მოსწავლეები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან.
სასწავლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დღეს მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდნენ და ამ წუთებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი განათლების სამინისტროსგან შესაბამის ბრძანებას ელოდებიან. სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მშობლებს აფრთხილებენ და ხვალიდან საკლასო ოთახებში სწავლის პროცესს შეაჩერებენ. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის პროცედურები დაწყებულია.