აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგივნითა და ყვავილებით შეამკეს მერაბ ჭელიძის, და ნადიმ ართმელაძის საფლავები. ასევე, პატივი მიაგეს ასლან შაინიძის, თეიმურაზ ბერიძის და მალხაზ აბაშიძის ხსოვნას
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.
აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს სოფელ ირემაძეებში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სასაფლაოსთან მისასვლელი ბილიკი და სოფელ ვერნებში მალხაზ აბაშიძის სახელობის მემორიალი მოაწყო