ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.

როგორც შტაბის სხდომაზე აღინიშნა, მოსალოდნელ დიდთოვლობასთან დაკავშირებით მობილიზებულია ადამიანური რესურსი და შესაბამისი სპეცტექნიკა. შეხვედრაზე შტაბის წევრბმა, დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამობილიზაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ცენტრალური, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გახსნილია.