პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება. 

მიმდინარე კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ის საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნება, შემდეგ კი დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.

პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესრულებას განაგრძობს. დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, თუმცა კანონმდებლები ჯერ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან. პარლამენტმა ასევე უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, დასამტკიცებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.