ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე პირი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟი.