ერთი ქვეითი დაშავდა ბათუმში ავტოავარიის შედეგად. შემთხვევა, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.