ფოთში ხელყუმბარის ათეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.
"ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა მამაკაცი,პოლიტრავმით. ქალა-ტვინის ღია ტრავმა,თავის ტვინის შეშუპება.ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა.
საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა.გულმკერდის დახურული ტრავმა,მარჯვნივ პნევმოთორაქსი, ზოგადად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და უტარდება ოპერაცია,"-განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.