ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. სატვირთო ავტომობილები, დაილუქა და გადაყვანილ იქნა საჩხერის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში.