ხაშურში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ცენტრალურ მოედანზე საახალწლო განათებების ინსტალაცია მიმდინარეობს.


სამზადისს შეუერთდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი მეუღლესთან ერთად, მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ წარმომადგენლები.  მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თავად ჩაერთნენ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო განათებების დამონტაჟებაში.
განათებების მონტაჟი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. პროცესს საახალწლო ნაძვის ხის ინსტალაცია დააგვირგვინებს, რომელიც წელს დიმიტრი ყიფიანის სკვერში დაიდგმება. 
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.