60 წლის მამაკაცმა საგარეჯოში 50 წლამდე ასაკის ქალი მოკლა. ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი ნახეს. 50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, ქალი წლების განმავლობაში დაკავებულთან ერთად ცხოვრობდა.

მეგობარი ქალის მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესი გახდა. მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება 108- ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.