დაისეტყვა რვა სოფელი, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები, წყალი შევარდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეჯოს მერიამ. უწყების ინფორმაციით, ზარალის დათვლა ხვალ დილიდან დაიწყება.

„დღეს საღამოს მომხდარი ჭარბი ნალექისა და სეტყვის  შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში,  შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთების, სავარგულებისა და ვენახების ნაწილი.  დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხვალ დილიდან შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება ზარალის აღრიცხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.