კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა კახეთში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თელავსა და გურჯაანში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პანდემია ოფიციალურად დასრულდა, თუმცა ვირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და სხვა შტამით გავრცელდეს.

,,ბოლო კვირების განმავლობაში კახეთში კოვიდ 19-ის შემთხვევები 40-დან 70 ერთეულამდე მერყეობს. მოსახლეობის სიმრავლის მიხედვით, პირველ ადგილას ვირუსის გავრცელების კუთხით თელავი და გურჯაანია. რომ გითხრათ, ვირუსს თან სდევს რაიმე განსაკუთრებული სიმპტომი მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ვირუსის ალბათობის შემთვევაში ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დასაქმებულებს ანტიგენის ტესტი გაუკეთონ. გართულებული შემთხვევა არ გვქონია ამ დრომდე, პაციენტები მკურალობას სახლის პირობებში იტარებენ. - ,, განუცხადა ,,აიპრესს,, ნელი ხიზანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, კოვიდ 19-ის შემთხვევებზე ზედამხედველობა გრძელდება.