თელავის სტიქიასთან დაკავშირებოთ კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

"სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის  არის. პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ მსხვერპლო ადამიანური არ არის, მაგრამ ძალიან სერიოზულად არის დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურა. მთავარი არის, რომ ოპერატიულად დაიწყო მუშაობა შესაბამისმა სამსახურებმა, შექმნილია ოპერატიული  შტაბი. 

ზოგადად, შესასწავლი არის მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა, ხევის გასწვრივ ქუჩებში, იმიტომ რომ წყალმა გამორეცხა გარკვეული მონაკვეთები ამ ქუჩების. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აღნიშნული ქუჩები გადაკეტილია", - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახური და პოლიცია.