წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და ავტომობილები დააზიანა. მოვარდნილმა ნიაღვარმა 20-მდე მანქანა წაიღო, ავტომობილების უმრავლესობა შეკეთებას აღარ ექვემდებარება. მფლობელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მათი განმარტებით, დაზარალებულთათვის კომპენსაციების გამოყოფა აუცილებელია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალი ამ დრომდე ითვლება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რა ფორმით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს, ჯერჯერობით უცნობია.