გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ ვეჯინში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ამ დროისთვის, სოფელ ვეჯინში ორი შიდა საუბნო გზის - ე.წ. „სიბაანთ უბნისა“ და ე.წ. „ტოპრაკაანთ უბნების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორივე პროექტი რეგიონებში განსახოციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით,  ჯამში 1 500 536 ლარით ფინანსდება.

სოფელ ვეჯინში ასევე მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნის მოწყობაც, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 111 ლარი იხარჯება.