გურიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.