ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში,  შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ქვემო ხვითის  ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებელი არხების  2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სოფელ ქვემო ხვითის 

200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები  ნოემბრის ბოლოს  დასრულდება.