გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მერიის თანამშრომლებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული ზაზა სირბილაძის ოჯახს სოფელ თორტიზაში მიუსამძიმრეს.

ზაზა სირბილაძე აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მისი ნეშტის გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა 9 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირთან ერთად.

ზაზა სირბილაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ის მშობლიურ სოფელ თორტიზაში სამხედრო პატივით დაკრძალეს.