საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი  გულშემატკივრებს გურჯაანში , ,,ახტალის" პარკში შეხვდა.

ფეხბურთელთან შეხვედრაზე მისულ ასობით გულშემატკივარს შესაძლებლობა ჰქონდა საყვარელ სპორტსმენთან ფოტო გადაეღო და ავტოგრაფი მიეღო.

ცნობისათვის, გიორგი ქოჩორაშვილი წარმოშობით გურჯაანიდან არის. ფეხბურთელი შვებულებას შეყვარებულთან ერთად სამშობლოში ატარებს.