ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქოში სამი საჩივარი შევიდა, აქედან ორი პროცედურულ დარღვევებს ეხება, ხოლო მესამე უბნის გარე პერიმეტრზე არსებულ მდგომარეობას.
„საოლქოში შემოვიდა სამი საჩივარი, ორი მათგანი არის პროცედურული დარღვევებით, ორივე დაიწერა საარჩევნო უბანზე და მოხდა ადგილზე მისი რეაგირება. რაც შეეხება მესამე საჩივარს, ეს დაიწერა უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ის ეხება გარე პერიმეტრს, მობოლიზება ხდება მიკროავტობუსების, ხალხის. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს განსაზღვრული ვადები და შესაბამის ვადებში მოახდენს ამ საჩივარზე რეაგირებას", - განაცხადა სალომე როდონაიამ.
ცნობისთვის, ფოთში 23 საარჩევნო უბანია გახსნილი და 40 479 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.