გურჯაანის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 10 000 ლარი გამოიყო. ასევე, ნებისმიერ Მოქალაქეს, ბიზნესის წარმომადგენელს, ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს აქციაში და სხვადასხვა პირველადი საჭიროების ნივთით და საკვები პროდუქტით აღმოუჩინოს დახმარება უკრაინელ ხალხს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროცესი ორი დღეა აქტიურად მიმდინარეობს და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. “ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ორი დღეა მიმდინარეობს ჰუმანიტარული ნივთების ჩაბარება, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის, დასახმარებლად, რისთვისაც მერიამაც გამოყო თანხა.ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად, გურჯაანის მაცხოვრებლები, ბიზნესის წარმომადგენლები, მნიშვნელოვან დახმარებას გავუწევთ მეგობარ ქვეყანას და გავუგზავნით ძალიან საჭირო ტვირთს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს.“ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული ნივთების ჩაბარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეგიძლიათ. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.