აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის წარმატებით გავლისთვის დამწყებ გიდებს სერტიფიკატები გადასცა.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 20-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა გადამზადების პროგრამა. ტრენინგის განმავლობაში მათ შეისწავლეს ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები. ისინი ასევე გაეცნენ გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.
გადამზადების პროგრამის მიზანი იყო ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარება.
დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოცდა, რითიც განისაზღვრა მატი კომპეტენციის დონე და მიღებული ცოდნა. გიდების გადამზადების პროგრამა მაისში დაიწყო და აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდა.