ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სოფელ სამებაში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.