მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩოხატაურში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა:მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩოხატაურში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა:

კულტურის ცენტრის ორგანიზებით  ხელოვნების სასახლეში სტუდია „მომავლის ბავშვების“ კონცერტი გაიმართა; მოეწყო გასართობი შოუპროგრამა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პროექტის- „დაზოგე ტყე“ ფარგლებში გასართობი, საინფორმაციო და შემეცნებითი სივრცეები მოაწყო; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ენერგოეფექტურობის კარავი განთავსდა.

ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.