მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, თავისუფლების ხეივანსა და ცენტრალურ სკვერში ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა. 
 

პატარებისთვის მოეწყო საბავშვო გასართობი კუთხე, ისარგებლეს სახეზე მოხატვის სერვისით, მათ განწყობაზე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა. მერიამ ისინი ბამბის ნაყინით, ბატიბუტით და სლაშით დაასაჩუქრა.