ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ნანეიშვილის ქუჩებზე საბავშვო ბაღების მშენებლობა წელს დასრულდება. 

მშენებლობის პროცესი ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერეს. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის და მთლიანობაში, 300 აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოების მოწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საბაღე სკამები, დაიგება მწვანე საფარი და დამონტაჟდება განათების სისტემა. ნანეიშვილის ქუჩაზე კი დამატებით, სპორტული მოედანი აშენდება.
ორივე ბაღის მშენებლობისათვის 6 მილიონ 523 ათასი ლარი დაიხარჯება.