ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ექსპლუატაციაში შევიდა #37 საბავშვო ბაღი, რომელიც 280 აღსაზრდელზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი სრულად აღჭურვილია ახალი ინფრასტრუქტურით. 

საბავშვო ბაღი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, პარალელურად, კიდევ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება, რისთვისაც  საერთო ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში 10 ახალი ბაღის მშენებლობა და 20-ის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სამომავლოდაც გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების მშენებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
როგორც არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, მომავალი წლისთვის დაგეგმილია კიდევ ორი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები.