ბათუმის პორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ადგილზე სავარაუდოდ გამნაღმველებიც მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებს, დანაღმულია. ამ დროისთვის პორტში მუშაობა შეჩერებულია.

 ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია, მედიისთვის უცნობია.