ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. სკოლის ადმინისტრაციამ სამართალდამცავები და ექიმები ადგილზე მას შემდეგ გამოიზახა, რაც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები შეუძლოდ გახდნენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მოსწავლეების მხრიდან, სკოლის შენობაში წიწაკის სპრეის გაშვება გახდა.
ამ დროისთვის, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სამედიცინო დაწესებულებაში 7 მოსწავლე გადაიყვანა. მოზარდებს თავის ტკივილი და თვალების წვა აღენიშნებოდათ.
სკოლის დირექტორის განცხადებით, ინციდენტის შესახებ, მიზეზებსა და დეტალებს გამოძიება დაადგენს.