რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

აღნიშნული დროებითი ცვლილებები არ ეხება მუნიციპალური ავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილს. 

შესაბამისად, ბასლეინებზე ავტომობილების მოძრაობა არ არის ნებადართული. 

მოვუწოდებთ ავტომობილების მძღოლებს, გაითვალისწინონ დადგენილი წესები. 

დარღვევის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.