ბაღდათის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებშ, მუნიციპალიტეტის სკვერში აქცია-პერფომანსი მოეწყო, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის იმის შეხენება იყო, რომ ქალთ მიმართ ძალადობის საკითხში პასუხისმგებლობა თითოეული მოქალქის ვალდებულებაა. 


აქციის მთავარი სლოგანებები ,, იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“  ,,დაგმე ფემიციდი“ ,,ძალადობა დანაშულია, დუმილი -თანამონაწილეობა“ იყო.

აქცია-პერფორმანსზე მონაწილეებმა  სიმბოლურად,  სკვერში ფეხსაცმელები განათავსეს, ძალადობის მსხვერპლი ქალების ნამდვილი ისტორიებითა და წარწერებით.

 

აქცია-პერფომანსს  ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაეები, ახალგაზრდები და საინიციატივო ჯგუფი ,,დიმელი ქალები“ შემოუერთდნენ.