ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელი დააჯილდოვა.

დარეჯან ფურცელაძეს საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მიენიჭა, რომელიც  მუნიციპალიტეტში გოგონათა კალათბურთის გუნდს წლების მანძილზე წვრთნის.


წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მერაბ ჯანიაშვილს, გიორგი სანიკიძეს, გიორგი მსხვილიძეს და გიორგი გუმბერიძეს ერგო.


დაჯილდოებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და სპოტრ სკოლის  წარმომადგენლები დაესწრნენ.