სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ემსხვერპლა, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მათგან უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული, ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას, თბილისში გადაჰყავს, მეორე კი ლაგოდეხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ოთხი ადამიანი მგზავრობდა, მოცურდა და ხევში გადავარდა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი 60 წლამდე ქალი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

„აიპრესი“ დამატებით დეტალებს არკვევს.