შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მოხდა ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, სოფელ ალვანის მკვიდრი, 22 წლის კოტე მოზაიძე ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდა კიდევ ორი პირი, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.