ქუთაისი-თერჯოლის გზაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.