აჭარის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ღირსების ორდენის კავალერის, ავთანდილ ბაკურიძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა მოეწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მხატვარს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.

სამინისტროს ცნობით,, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 50-მდე ნამუშევარი. ავთანდილ ბაკურიძე წლების განმავლობაში მონაწილეობდა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ გამოფენებსა და პლენერებში.

ავთანდილ ბაკურიძეს 1985 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება, ხოლო 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.