ასპინძაში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი 15 წლის მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ. ერთ–ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა

გოგონას 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.