
ართვინში, ხოფას რაიონში, შავი ზღვის სანაპიროს გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა (ვიდეო)

1656661875
თურქული მედიის ინფორმაციით, ართვინში, ხოფას რაიონში, შავი ზღვის სანაპიროს გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ართვინში, ხოფას რაიონში, შავი ზღვის სანაპიროს გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
ართვინის გუბერნატორმა იილმაზ დორუქის განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 2 სატვირთო მანქანა ნანგრევებში მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, ხოლო უზბეკეთის მოქალაქე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ცნობით, ქვათაცვენა დაახლოებით 7.30 საათზე მოხდა, მეწყრის მომენტი უსაფრთხოების კამერაზე აისახა.
თურქეთში, ხოფასთან მაგისტრალზე, დღეს დილით, კლდიდან ლოდები ჩამოიშალა.
არსებული ინფორმაციით ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია და ავტოტრასნპორტის მოძრაობა ე.წ. ძველი გზით ხორცილედება.
[video width="320" height="560" mp4="https://ipress.ge/wp-content/uploads/2022/07/video-1656660815-atchara.mp4"][/video]
