კერძო მულტიპლეს ოპერატორმა, შპს „სტერეო +“-მა ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დასაფარად სამუშაოები დაასრულა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართული არხების ღია ეთერით მიღება 2016 წლის 23 აპრილიდან არის შესაძლებელი, - ინფორმაციას „სტერეო +“ ავრცელებს.
გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის, ახალგორის და ცხინვალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას 20-მდე ქართული არხის უფასოდ მიღების შესაძლებლობა აქვს.
როგორც კომპანიის დამფუძლენებლმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და თავისივე სახსრებით განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET –TOP-BOX).