ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
►პროექტის ფარგლებში: •დაიგება ასფალტის საფარი; •ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდება; •დამონტაჟდება გარე განათება; •კეთილმოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა; •მოეწყობა პარკირების სივრცე. ►პროექტის განხორციელებით მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება და ანანური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა; ►პროექტის ღირებულება 673 945 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით.