საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა

ზურაბ პატარიძე 1994-1996წწ. მუშაობდა ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურებში; 

1996-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (2000); 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; 

2004-2007წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი; 

2007-2009წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული; 

2009 წლის 4 მარტიდან - 1 მაისამდე, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული;

 2009-2010წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2011); 2011-2012წწ. საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი);

 2012-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში;

 2013-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში; 

2016 წლის 15 ივლისიდან - 2018 წლის 21 ივლისამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 

2018 წლის 29 აგვისტოდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.