აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდაშეხვედრაზე განიხილეს USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
თორნიკე რიჟვაძემ მისიის ხელმძღვანელს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.ყურადღება გამახვილდა USAID–ის ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.