დაბა ურეკისა და წვერმაღალას მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
„პროექტი მოიცავს ახალი ქსელის მშენებლობას, რომელსაც რამდენიმე თვეში დავასრულებთ და ჩვენს თანამოქალაქეებს, დღემდე არსებულ პრობლემას მოვუგვარებთ. 400 ოჯახი, სტაბილური წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით ისარგებლებს,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ. სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.