საპარლამენტო არჩევნებში თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 60 %-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 32 769 ამომრჩეველია - ამის შესახებ "აიპრესს" #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით კომისიაში დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა.
"არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, მოქალაქეთა აქტივობა საშუალო იყო. რაც შეეხება ერთადერთ საჩივარს, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, ეხებოდა აკურის #18 საარჩევნო უბანზე, კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღებას, მომხდარი ფაქტი მყისიერად იქნა აღმოფხვრილი. " - განაცხადა გაიპარაშვილმა.
ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 43 საარჩევნო უბანია, ხოლო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 55 050 ადამიანს შეადგენს.