ზურაბ ჭიაბერაშვილი: თამბაქოს გაძვირება ავტომატურად მოწევისათვის თავის დანებებას არ იწვევს

1551626702
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ თამბაქოს გაძვირება ავტომატურად მოწევისათვის თავის დანებებას არ იწვევს.
დეპუტატი აქვე ხაზს უსვამს, რომ თამბაქო მავნებელია, თუმცა არანაირი კამპანია არ წარმოებს იმისათვის, რომ ახალგაზრდება მოწევა არ დაიწყონ.
"1. თამბაქო მავნებელია. ძალიან მავნებელი.
2. თავად არასოდეს ვეწეოდი და მინდა, არავინ ან რაც შეიძლება ცოტა ადამიანი ეწეოდეს.
3. თამბაქოსათვის თავის დანებება ძალიან ძნელია და ეს ცოტა ადამიანს გამოსდის.
4. თამბაქოს გაძვირება ავტომატურად მოწევისათვის თავის დანებებას არ იწვევს. მწეველთა უდიდესი ნაწილი სხვა რამეზე (ჯანსაღი კვება, სპორტდარბაზში ან აუზზე სიარული, გართობა, ქალაქგარეთ გასვლა) დაზოგავს, ვიდრე თამბაქოზე.
ჰოდა, რა ხდება:
5. არანაირი კამპანია წარმოებს, რომ ახალგაზრდებმა არ დაიწყონ მოწევა.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იხ. პუნქტი 4.
6. "ქართული ოცნება" აძვირებს ფილტრინ სიგარეტს. მწეველთა ნაწილი გადადის უფილტრო სიგარეტზე.
7. არანაირი კამპანია წარმოებს, რომ ახალგაზრდებმა არ დაიწყონ მოწევა.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იხ. პუნქტი 4.
8. "ქართული ოცნება" აძვირებს უფილტრო სიგარეტს. მწეველთა ნაწილი გადადის გასახვევ თუთუნზე.
9. არანაირი კამპანია წარმოებს, რომ ახალგაზრდებმა არ დაიწყონ მოწევა.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იხ. პუნქტი 4.
10. "ქართული ოცნება" აანონსებს გასახვევი თუთუნის გაძვირებას.
11. არანაირი კამპანია წარმოებს, რომ ახალგაზრდებმა არ დაიწყონ მოწევა.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იხ. პუნქტი 4.
ქვეყანაში იზრდება სიღარიბე. ნეტავ რატომ?", - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილი.