ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთდრში განაცხადა.
„ქართული ოცნება“ სამი ვადაა რაც ხელისუფლებაშია. ამ ქვეყანაში და ზოგადად,ორი ვადის შემდეგ ადამიანებს ყელში ამოსდით ნებისმიერი, თუნდაც, ფანტასტიკური მთავრობა. დასავლეთის დამოკიდებულება, ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში, ჩემი დაკვირვებით, ახლა არის პრინციპულად განსხვავებული. მანამდე თუ მოწოდებები გვესმოდა, რომ „ოცნებასთან“ ერთად დასხედით, ერთად რაღაცები გააკეთეთ, მიხვდნენ, რომ ვისთან აქვთ საქმე, მიხვდნენ, რომ ეს არის ხალხი, რომლებიც არიან გადამგდები, მატყუარები. მათ შორის დასავლეთის წინააღმდეგ გააჩაღეს ანტიდასავლური კამპანია და დეზინფორმაციას ავრცელებენ, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში, ამაში ასხამენ ძალიან დიდ ფულს. ის რომ დასავლეთს თვალი აქვს მეტად ახელილი, ვიდრე ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.