„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კრიტიკული მომენტი წლის ბოლოს დადგება, როცა საბოლოოდ გაირკვევა მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ სტატუსზე უარი იქნება. მისივე თქმით, აუცილებელია მანამდე ოპოზიციამ კოორდინირებულად გარკვეული გამარჯვებები მოიპოვოს.
„ვფიქრობ, კრიტიკული მომენტი დეკემბერში დადგება, როცა ჩემი აზრით, მაღალი ალბათობით, ამ სტატუსზე უარი იქნება. მერე რა მოხდება, ჩემი აზრით, ამის პროგნოზირება რთულია. მანამდე ოპოზიციამ კოორდინირებულად რაღაც ტიპის გამარჯვებები კიდევ უნდა მოიპოვოს. ჩემი აზრით, ყველას ფოკუსი ახლა ლაზარეს გრიგორიადისის გათავისუფლება უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.