თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
"არის ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის ჩვენი რეაგირების გარეშე დატოვება, ვფიქრობ, გაუმართლებელი იქნება. გერმანელმა სტუმარმა ბუნდესტაგიდან მიხაილ როთმა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ცინიკური განცხადება გააკეთა.
მისი სიტყვებით, თურმე, "როგორ უნდა შევქმნათ ნათელი მომავალი მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით"... ანუ, თუ საქართველო იქნება დაკავშირებული მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ამ შემთხვევაში "სტუმარი" ჩვენს განვითარებას ვერ ხედავს! კითხვა ჩნდება, ვინ მისცა ასეთ თემაზე ტლიკინის უფლება ამ "პრანჭია" ევროპელ დეპუტატს? ჩვენს კონსტიტუციურ "ნებასაც" შეეხო მიხაელ როთი. სწორედ კონსტიტუციაში დააფიქსირა ქართველმა ხალხმა შავით თეთრზე, მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა. ასევე, თუ კარგად გავეცნობით განცხადების სრულ ტექსტს აშკარად ჩანს რევანშისტი მომიტინგეების მიმართ, წახალისება - გზავნილი. დარწმუნებული ვარ, რომ ბერლინში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთების შემთხვევაში, სამართლებრივ ჩარჩოში მიუჩენდნენ ადგილს. ჩემი აზრით, უნდა დადგეს ამ პერსონის მიმართ საერთაშორისო ფორმატით დადგენილი სანქცია "ნონგრატა"! ყველასთვის ნათელია, რომ ასეთი "სტუმარი" მომავალში, ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის მიუღებელი იქნება!" - წერს ჩიკვილაძე.
ცნობისთვის, მიხაელ როთიმ განაცხადა: არ ვურჩევ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაიწყონ მოლაპარაკებები კანონის დეტალებისა და პუნქტების შესახებ - ჩვენ არ გვჭირდება მოდიფიკაცია, შეაჩერეთ, უბრალოდ შეაჩერეთ